“ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები 2017”

06 სექტემბერი 2017, 00:00 2586 ნახვა

ხვალ ბათუმში ,,ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები” გაიხსნება. ,,დღეს და ხვალ’’ – ეს არის საერთაშორისო ფესტივალის 2017 წლის თემა. ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე მედიას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  ფესტივალი 4 დღეს გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა 7 გამოფენა. დაგეგმილია ღამის 3 ფოტო ჩვენება და მუსიკალური პერფონმანსები.

წლევანდელ ფესტივალში 8 ქვეყნის ხელოვანი მონაწილეობს. წელს პირველად მოეწყობა გამოფენები სპეციალურ სტენდებზე ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე, ანბანის კოშკთან და თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე. საერთაშორისო ფესტივალი ,,ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები’’ ყოველწლიურად უკრაინასა და საქართველოში ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის განათლების სამინისტროა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში