დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდა

07 სექტემბერი 2017, 00:00 2821 ნახვა

სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას, ძლიერ ქარს და წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ცივი მასები შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დღის ბოლოდან გავრცელდება. დღეს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდება. საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები და მეწყერული პროცესები წარმოიქმნება.

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო დილის 4 საათიდან 6 მობილური ჯგუფი ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხების გაწმენდას ახორციელებდა. ჯგუფები 9 საათამდე მუშაობდნენ. ბათუმის წყლის დირექტორის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ქალაქში დატბორვის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა. 

ამავე კატეგორიაში