ბათუმში სასმელი წლის მიწოდების კუთხით პრობლემებია

07 სექტემბერი 2017, 00:00 2577 ნახვა

ძლიერი წვიმის გამო დილის 4-დან  9 საათამდე 6 მობილური ჯგუფი ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხების გაწმენდას ახორციელებდა - აცხადებენ ბათუმის წყალში. დირექტორის  ტექნიკური მოადგილის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ქალაქში დატბორვის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა. თუმცა შეზღუდვები იყო სასმელ წყალზე.

რამაზ ასანიძის თქმით, უხვი ნალექის გამო ჩაქვისა და  ყოროლის წყლები აიმღვრა და ძველი ქსელის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. ასანიძის ინფორმაციით,  თამარის  დასახლებას 10:00 საათიდან სასმელი  წყლის მიწოდება  აღუდგა. მოსახლეობას  წყალი  სალიბაურის რეზერვუარიდან  მიეწოდებათ. რაც შეეხება მახინჯაურსა და ჩაქვს აქ შეზღუდვა   20:00 საათისთვის  მოიხსნება. 

ამავე კატეგორიაში