სამუშაოები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

07 სექტემბერი 2017, 00:00 1541 ნახვა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მავნებლის გავრცელების კერებში 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

დღეისათვის დამუშავებულია 82 ათას 500 ჰექტარი ფართობი. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულ სამუშაოებზე კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ის ღონისძიებები და მდგომარეობა განმარტა, რომელიც რეგიონებში მავნებლის გამო არის შექმნილი.

ამავე კატეგორიაში