დემნა ხელაია - „სასურველი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიას სცოდნოდა“

07 სექტემბერი 2017, 00:00 3194 ნახვა
მთავარის კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დემნა ხელაია პასუხობს :  
 
1. რას ნიშნავს კარანტინი? რა ტერიტორიას მოიცავს საკარანტინო ზონის არეალი?
 
კარანტინი მოიცავს ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას ცხოველებზე დაკვირვებას, იძულებითი ღონისძების განხორციელებას როგორიც არის ვაქცინაცია და ა.შ
 
2. კარანტინის მიუხედავად ახალსოფელში რაიმე ტიპის შეზღუდვა დაწესებული არ არის და პირუტყვი ისევ ბალახობს?
 
კარანტინი არ ნიშნავს იმას, რომ ცხოველი არსად არ გადავიდეს. საკარანტირო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების შეზღუდვა ხდება. პირუტყვი იმ სადგომიდან არ უნდა გამოვიდეს,  სადაც  ჯილეხი დაფიქსირდა. თქვენ იცით, რომ ჯილეხი ერთ ოჯახში დაფიქსირდა.  იქ კი შეზღუდვა  დაწესებულია. როგორც იცით  პირუტყვი სადგომიდან არ გამოდის, იგი  დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ჩვენი სპეციალისტები ყოველ დღე იქ არიან  და ცხოველის   ჯანმრთელობას აკვირდებიან. 
 
3.გაქვთ თუ არა ინფორმაცია სად წავიდა დაკლული საქონლის ხორცი ასევე რძის ნაწარმი?
 
მკვდარი ცხოველის ხორცი და შინაგანი ორგანოები დაიმარხა, იმ ადგილას კი  დეზინფექცია ჩატარდა. საქონელი მერძეული არ ყოფილა დეკეული იყო. 
 
4.მას შემდეგ რაც ჯილეხის ფაქტი დადასტურდა რატომ არ გაფრთხილეს მოსახლეობა. მედიამ ამის შეახებ შემთხვევით გაიგო. დაევალა თუ არა გამგეობას მოსახლეობის დროული ინფორმირება?  
 
როგორც ვიცით წერილი გამგეობას 5 სექტემბერს გაუგზავნეთ, თუმცა აქ ამბობენ, რომ წერილი დღეს ჩაბარდათ წერილი გამგეობაში გაიგზავნა.  გარდა ამისა ჩვენ იქ ვაქციანაციას ვატარებთ. პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ ჩვენი სპეციალისტები არამედ გამგეობის წარმომადგენლებიც. ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ვაქცინაცია  ტარდება, რის გამოც პირუტყვი  გარეთ არ უნდა გაუშვან.  ხელი შეუწყონ ჩვენს სპეციალისტებს, რომ ღონისძიებები დროულად ჩატარდეს.
 
5. არის თუ არა დაგიანებული ეს პროცესი?
 
გამგეობის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსახლეობის გაფრთხილება  დღეს დაიწყეს
ჩვენ ვაქცინაცია დავიწყეთ ორი დღის წინ,  როგორც კი  ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა. დღესაც ვაპირებდით პროცესის გაგრძელებას, მაგრამ ამინდის გამო ვეღარ მოხერხდა. როგორც კი გამოიდარებს გავაგრძელებთ.  
 
6. ასეთ დროს გაქვთ თუ არა გაწერილი გეგმა,  როგორია საინფორმაციო კამპანია, არის თუ არა მედიის ინფორმირება ამ დროს მნიშვნელოვანი და თქვენივე კამპანიის ნაწილი ?
 
როგროც კი ასეთი დაავადების შემთხვევები გვაქვს საქმის კურსში ვაყენებთ რეგიონალურ სამსახურს,  რეგიონალური სამსახური კი ადგილობრივ ხელისუფლებას. მათი მეშვეობით ჩვენ ვახორციელებთ ღონისძიებებს.
 
7. თვლით თუ არა რომ მედიასაც უნდა მიეწოდოს ინფორმაცია?
 
ჩვენ დაავადების შესახებ შემთხევით გავიგეთ სასურველი იქნებოდა მედიასაც ცოდნოდა, რადგან მოსახლეობის ინფორმირების პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა შეეძლოთ.  როდესაც მოსახლეობა ნახავს, რომ მისი პირუტყვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მან აუცილეობლად ვეტერინარს უნდა მიმართოს. არ შეიძლეობა პირუტყის დაკვლა, მაშინ როდესაც მეპატრონე შენიშნავს რომ მსხვილფეხა ცხოელი  დაავადებულია.
 
 
8. ხშირია შემთხვევები, როდესაც სპეციალურ სასაკლაოზე არ მიყავთ პირუტყი და მისი ღია სივრცეში, სოფლებში დაკვლა ხდება. ამ მხრივ რას აპირებს თქვენი უწყება?
 
ჩვენ დაახლოებით 100-მდე  სასაკლაო გვაქვს. თუ უნდა მოქალაქეს ხორცის რეალიზაცია მან აუცილებლად პირუტყვი სასაკლაოზე უნდა მიიყვანოს. თუ პირადი მოხმარებისთვის უნდა, შეუძლია თვითონ დაკლას. რეალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ ეტიკეტირებული  პირუტყვის ხორცის, რომელიც სასაკლაოზე იქნება დაკლული.
 
9. რამდენად ხშირად ტარდება მონიტორინგი სავაჭრო ცენტრებში და  ბაზრობებზე იმის გამოსავლენად არის თუ არა პირუტყვი სასაკლაოზე დაკლული?
 
სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს ახორციელებს დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. ამ პროგრამაში გათვალისწინებულია  თუ რამდენჯერ უნდა მოხდეს გეგმიური კონტროლი. სასაკლაოზე წელიწადში ორჯერ მივდვართ.  წელისწადში ორჯერ მოწმდება ბაზრები. კონტროლდება სავაჭრო ობიექტებიც.
 
10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ჯილეხის შემთხვევები ყოველწლიურად ფიქსირდება. ამ ინფორმაციის გავრცელება არ ხდება, იმიტომ რომ შემთხვევები საგანგაშო არ არის. თქვენს უწყებაში საპირისპიროს გვეუბნებიან, რომ 1943 წლის შემდეგ ჯილეხის შემხვევა აჭარაში არ დაფიქსირებულა. კონკრეტულად რომ გვითხრათ როგორია სტატისტიკა ?
 
აჭარაში ჯილეხი ბოლოს  1943 წელს დაფიქსირდა.  მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ცხოველებში  7,  ადამიანებში კი 20-მდე შემთხვევაა აღრიცხული. შემთხვევის რაოდენობა კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. წელს ცხელი ზაფხული იყო.  პირუტყვი  ბალახს ძოვს. კონტაქტი აქვს მიწასთან მოგეხსენებათ ჯილეხი ნიადაგური ინფექციაა.  აგვისტო-სექტემბერი ჯილეხის პიკს წარმოადგენს. ჩვენ ვცდილობთ არცერტი შემთხვევა უყურადრებოდ არ დავტოვოთ.
 
11. გასულ წელს თუ დაფიქსირდა ჯილეხი აჭარაში?
 
იმ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ჯილეხის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება.
ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში