შავნაბადის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

08 სექტემბერი 2017, 00:00 2473 ნახვა

ხულოში, შავნაბადას ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა. შემთხვევის ადგილას, ერთი ვერტმფრენი და 300-ი ცოცხალი ძალა მუშაობს. მათ მალე მეორე ვერტმფრენი და მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ჯგუფებიც შეუერთდებიან. აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსმა ვერტმფრენით საკონტროლო შემოვლა განახორციელა და არსებულ სიტუაციას გაეცნო. მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია. ტყეში მძიმე ტექნიკა მუშაობს, კერებთან მისასვლელად ორი მიმართულებით გზა გაყვანილია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში