ვითარება კახეთში

08 სექტემბერი 2017, 00:00 1807 ნახვა

კახეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ავიაცია ჩაერთო. რამდენიმე საათში მუშაობას ორი ირანული ვერტმფრენიც შეუდგება.

გუშინ ძლიერი ქარის შედეგად, ართანაში ლოკალიზებული ცეცხლის ცალკეული კერები კვლავ განახლდა და დაკვამლიანებაც გაზარდა, თუმცა როგორც საგანგებო შტაბში აცხადებენ, ხანძრის მასშტაბი არ გაზრდილა. ადგილზე კვლავ რჩებიან მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები. ადგილზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს 500-მდე მეხანძრე - მაშველი.

ამავე კატეგორიაში