სამშენებლო კომპანია "მეტრო" ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

09 სექტემბერი 2017, 00:00 6599 ნახვა

სამშენებლო კომპანია "მეტრო" მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული ახალგაზრდების გამო და აღნიშნავს, რომ კომპლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

„პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების გამო და ვიზიარებთ მათი ოჯახის დიდ ტრაგედიას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მეტროს“ კომლექსის მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული. კომპანიის ყველა თანამშრომელი იყო დაზღვეული, შესაბამისად მიიღებენ კომპენსაციას. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან", - აცხადებს კომპანია "მეტროს" დირექტორი, რაულ კახაძე.

ამავე კატეგორიაში