''სრულწლოვანთა პორნოგრაფია'' – კოდექსს მოქალაქე ასაჩივრებს

11 სექტემბერი 2017, 00:00 6867 ნახვა

 „სრულწლოვანთა პორნოგრაფია“ – კოდექსს მოქალაქე ასაჩივრებს. გიორგი ლოგუას სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ლოგუა, სისხლის სამართლის კოდექსის, 255-ე მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, კანონში ტერმინი „პორნოგრაფია“ განმარტებული არ არის. ასევე ბუნდოვანია როგორ უნდა მოხდეს, მსგავსი ხასიათის შემცველი მასალის უკანონოდ ან კანონიერად გავრცელება. პირი რომელიც, ინტიმური ხასიათის ვიდეო მასალას გაავრცელებს, მოსარჩელე მხარის თქმით, პორნოგრაფიად ჩაითვლება და ის არსებული კანონით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. მათივე განმარტება, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და მოსარჩელე მხარის მოწმეები და ექსპერტი დაიკითხებიან. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ კანონის 255 მუხლის პირველ ნაწილში წერია: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“

ამავე კატეგორიაში