ქვეითებისთვის  ხიდის ასაშენებლად ტენდერი არ შედგა

11 სექტემბერი 2017, 00:00 3032 ნახვა

თამარ მეფის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელი ხიდი წელს არ შენდება. მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. მერიის საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით, ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ არ გამოთქვა. არჩილ ვანაძის თქმით, პროექტის განსახორციელებლად პრეტედენტებს მხოლოდ 4 თვე ჰქონდათ და მონაწილეობის სურვილი კომპანიებმა ვადების სიმცირის გამო არ გამოთქვეს.  

გამომდინარე იქედან, რომ  ეს პროექტი აჭარის მთავრობის ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან  უნდა დაფინანსებულიყო, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, უკვე მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამუშაოები მიმდინარე წელს აუცილებლად დაიწყება და გაიზრდება ხიდის მშენებლობის  ვადებიც. თამარ მეფის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელის მოწყობა  ამ ქუჩაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გადაწყდა. პროექტისთვის 186 ათას 100  ლარი იყო გათვალისწინებული.

ამავე კატეგორიაში