ქარიშხალი ''ირმა''

11 სექტემბერი 2017, 00:00 6765 ნახვა

მსხვერპლის და ნგრევის შემდეგ, ქარიშხალი „ირმა“ შესუსტდა და ახლა პირველი კატეგორიის ქარიშხლად ითვლება. მისი სიჩქარე მანამდე 300 კმ/სთ-ს აღწევდა, ამ ეტაპზე კი 135 კმ-სთ-ია.

გრიგალმა ფლორიდაში, კარიბის აუზის ქვეყნებში და კუბაში 30-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფლორიდაში ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად სამი მილიონი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ტერიტორია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ხელისუფლების ვარაუდით, სტიქიის შედეგად, შესაძლოა, 30 მილიონზე მეტი ადამიანი დაშავდეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში