რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადები შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ

11 სექტემბერი 2017, 00:00 2961 ნახვა

ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში მძიმე ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველოს ბრიგადები შემთხვევის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ. მაშველთა  ერთი ნაწილი ცეცხლის კერებისკენ ფეხით მიემართება.

შუახევის გამგებლის თქმით,  ადგილი სადაც წიწვოვანი ხეები იწვის, სოფელ დარჩიძეებიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ტყე მიუვალია.  

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს,  ფოტო ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში