ირაკლი ჩხვირკიას სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავენ

12 სექტემბერი 2017, 00:00 2439 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე მსჯელობენ. ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. განაცხადა, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ ჰყავს, რის გამოც სხდომებზე დასწრებას ვერ მოახერხებს. მოსამართლე დავით მამისეიშვილის თქმით, ირაკლი  ჩხვირკიას მალე სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავენ.  იმისათვის, რომ პროცესები დროში არ გაიწელოს და არ გაჭიანურდეს ბრალდებულს ახალი უფლებადამცველი ეყოლება.  ჩხვირკია სახაზინო ადვოკატის დანიშვნას აპროტესტებს და ამბობს, რომ მსგავს პირობებში თავს დაუცველად გრძნობს.  

  11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ღოღობერიძე დაზარალებულის სტატუსს  ითხოვს. მისი თქმით,  პროკურატურას მიმართა, თუმცა უწყებაში მოთხოვნები არ გაითვალისწინეს.

პატიმრობის გირაოთი შეცვლა  მეორე ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიაც სურს.  მან დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილს მიმართა და ოჯახური მდგომარეობის გათვალიწინება სთხოვა. ბრალდებული ამბობს, რომ დედას და ბებიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, მომვლელი კი არ ჰყავთ. 

ბრალდების მხარის მტკიცებით აღმკვეთი ღონისძიების მსუბუქი ფორმით,  გირაოთი შეცვლა დაუშვებელია. დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში