სახალხო დამცველი აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის წევრად აირჩიეს

13 სექტემბერი 2017, 00:00 1847 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის სრულ წევრად აირჩიეს. გადაწყვეტილება სამხერთ კორეაში გამართულ აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. სრული წევრობა სახალხო დამცველს ანიჭებს ხმის მიცემისა და გენერალური ასამბლეის წევრობის უფლებას, რომელსაც, თავის მხრივ, ახალი წევრების არჩევის უფლებამოსილება აქვსა.

ასევე მას ევალება დირექტორთა საბჭოსა და აუდიტორის შერჩევა და მათი ანგარიშების დამტკიცება. ასოციაციის მთავარი მიზანია აზიის მასშტაბით ომბუდსმენთა ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია 17 ქვეყნის 34 წევრს აერთიანებს.

ამავე კატეგორიაში