პატიმრის წერილი

13 სექტემბერი 2017, 00:00 2221 ნახვა

პატიმრის წერილი საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, ნესტორ მუშკუდიანი საპატიმროში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით,  პატიმრები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. მაგალითად კი 24 საათიან ვიდეო მეთვალყურეობას ასახელებს. პატიმარი მდგომარეობის  გამოუსწორებლობის შემტხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ნესტორ მუშკუდიანი ამავე განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საკანონმდებლო ორგანოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ასევე სხვა მედია საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საელჩოებს უგზავნის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარი არ შიმშილობს, რაც შეეხება 24 საათიან ვიდეო მეთვალყურეობას, უწყებაში განმარტავენ, რომ მსჯავრდებული განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იხდის სასჯელს, სადაც მაღალი საშიშროების რისკის  მქონე მსჯავრდებულები იმყოფებიან. 

ამავე კატეგორიაში