პარხლის მონასტრის რესტავრაცია

13 სექტემბერი 2017, 00:00 2061 ნახვა


 

16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხლის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამ პროცესში პირველად, ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება  _  განცხადება მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. აღნიშნულის შესახებ მხარეები თურქეთში გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად  - პარხალის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები, ასევე კაპადოკიის მხარე მოინახულა. 
ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები განსაზღვრეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს. 

ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც  პარხალის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში თურქ კოლეგებთან ერთად  ჩაერთვება საქართველოდან 15 სექტემბერს გაემგზავრება.  ისინი მეზობელ ქვეყანაში 20 სექტემბრის ჩათვლით დარჩებიან. 
სამონასტრო კომპლექსი პარხალი  თურქეთში მდებარეობს, ეკლესია დავით III კურაპალატმა ააგო. 

ამავე კატეგორიაში