ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური დააკავეს

14 სექტემბერი 2017, 00:00 2875 ნახვა

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაურია დაკავებული, მათ შორის ერთი ბათუმელია. ისინი ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები არიან. გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. ტანკერ სახელწოდებით REX-ს სავარაუდოდ ტვირთი არალეგალურად გადაჰქონდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახმა მიაწოდა, რომელსაც არ სურს მედიასთან საუბარი.

გემი ამჟამად ქალაქ ტრიპოლის პორტშია გაჩერებული. ინტერნეტ გამოცემა „ლიბია ჰერალდი“ წერს, რომ სანაპირო დაცვის ინფორმაციით, საქმე ეხება კონტრაბანდას, გემს საწვავი გადაჰქონდა და მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. სანაპირო დაცვის სხვა თანამშრომელი კი ამბობს, რომ ტვირთის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ცდილობენ დეტალების დაზუსტებას. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში