ლიბიაში  დაკავებული ქართველი მეზღვაურები 

15 სექტემბერი 2017, 00:00 2980 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იკვლევს. ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაურია დაკავებული, მათ შორის ერთი ბათუმელია. ისინი ტანზანიის დროშით მცურავი თურქული გემის ეკიპაჟის წევრები არიან.

გემი ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა 30 აგვისტოს დააკავა. ტანკერს სავარაუდოდ ტვირთი არალეგალურად გადაჰქონდა. დაკავების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, მიაწოდა. გემი ამჟამად ქალაქ ტრიპოლის პორტშია გაჩერებული. 

ამავე კატეგორიაში