კომისია გონიოს მიწების საკითხზე მსჯელობს

15 ივნისი 2016, 00:00 4347 ნახვა

ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისია გონიოს მიწების საკითხზე მსჯელობს. სხდომას არ ესწრება ეკომინომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რაც აქციის მონაწილეების პროტესტს იწვევს. ამიტომ ნაწილმა ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან გადაინაცვლა.  კომისიის წევრები დღეს შენიშვნებს განიხილავენ, რის შემდეგაც გადაწყდება იქნება თუ არა ბათილად ცნობილი 2010 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს მიერ მიღებული აქტი, რომლის საფუძველზეც 271 ოჯახს საკუთრება ჩამოერთვა. გონიოელებს მიწები 2007 წელს დაუკანონდა სამი წლის შემდეგ კი ჩამოერთვათ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში