დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში მინისტრმა მიაცილა

15 სექტემბერი 2017, 00:00 1818 ნახვა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელი შვილი სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაცილა. სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ.

ამავე კატეგორიაში