ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა

18 სექტემბერი 2017, 00:00 3275 ნახვა

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა.  ინციდენტი  ბურსას ორჰანგაზის რაიონში გუშინ საღამოს  მოხდა.  ერთმანეთს ორი მოტოციკლეტი შეეჯახა.

თვითმხილველთა განცხადებით, ერთი მოტოციკლეტი გზაზე საპირისპირო მიმართულებით გადავიდა და მეორეს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.  მიმდინარეობს გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში