“ბიაფი 2017” -ფილმების ჩვენება დაიყო

18 სექტემბერი 2017, 00:00 3797 ნახვა

ბათუმის საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი დოკუმენტური სექციით გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც სერგეი  ლოზნიცას ფილმი   „აუსტერლიცი“ აჩვენეს. კინოთეატრ აპოლოში ასევე მიმდინარეობს  ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციის  ჩვენებაც. 

მაყურებელი ასევე იხილავს   ჟიურის ერთ-ერთი წევრის  მოჰსენ  მახბალფაბის ფილმს  „უმანკოების მომენტს“. დღევანდელ ჩვენებებს კინოთეატრ აპოლოში   თეონა ჯორბენაძის ფილმი დაასრულებს, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა.  საღამოს ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე გაიმართება.  ხვალიდან დაიწყება მასტერკლასები და ვორკშოფები. 

ამავე კატეგორიაში