ჩაქვი - მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია

18 სექტემბერი 2017, 00:00 5973 ნახვა

ჩაქვი - მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების სამსახურის უფროსის განცხადებით, მომდევნო რვა დღის განმავლობაში გვირაბის ერთი მხარე ჩაკეტილი იქნება. 

ზურაბ სიხარულიძის განმარტებით ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის, არსებულ გზასთან დაერთება მიმდინარეობს. „საავტომობილო ნაკადი დროებით მარცხენა გვირაბში გადაერთვება, ბათუმიდან გზის მარჯვენა მხარეს არსებული გვირაბი კი  რვა დღის განმავლობაში ჩაიკეტება. სამუშაოები სულ  16 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწორედ ამ ვადაში უნდა მოხდეს არსებულ გზასთან ახალი კვანძის დაერთება“ - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ. 

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი- სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის ერთი ნაწილი გუშინ გადაიკეტა.  დაგეგმილია ასევე გვირაბის მოწესრიგება დასუფთავებაც.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში