200 მუშა საპროტესტო აქციას მართავს

19 სექტემბერი 2017, 00:00 4960 ნახვა

ახალ ბულვარში, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ 200 მუშა სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ დაღუპული მუშების გასვენებაში იმყოფებოდნენ, რის გამოც სამუშაოზე არ გამოცხადნენ. დღეს კი სამსახურში მისულები ობიექტზე არ შეუშვეს.

„გვითხრეს რომ სამუშაოებს სხვა კომპანია განახორციელებს,“ - ამბობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. ისინი კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელობასთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. საპროტესტო აქციის დროს ერთ-ერთი მუშა შეუძლოდ გახდა.

კომპანიის წარმომადგენელი რაულ კახაძე, ამბობს რომ სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, ადგილი აქვს გაუგებრობას. მისივე თქმით, სამუშაოები დროებით გაჩერებულია. მიზეზი კი ობიექტზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტია.

ამ წუთებში ახალ ბულვარში მშენებარე ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც მივიდნენ.

 უბედური შემთხვევა ბათუმში, ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე 8 სექტემბერს მოხდა. ორი ახალგაზრდა მუშა  დაიღუპა. ოგორც ობიექტზე დასაქმებულები ამბობდნენ, ისინი ამწეს სპეციალურ ავზზე ისხდნენ, რომელსაც  ბეტონი გადაჰქონდა. ბაგირი გაწყდა და მუშები მეშვიდე  სართულიდან გადმოვარდნენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში