საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშის პრეზენტაცია - პოლიტიკური შეფასებები

19 სექტემბერი 2017, 00:00 2899 ნახვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ'' ანგარიშის მიხედვით,  პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, მათგან 14 დეპუტატი უმრავლესობიდანაა. ანგარიშის ავტორების თქმით, ძირითადად სამი განსხვავებული დაღვევის ხასიათი გამოიკვეთა.
არის შემთხვევები, როდესაც პარლამენტის წევრები ირიცხებიან სამეწარმეო სუბიექტების დირექტორებად.

რაც წარმოადგენს კანონთან შეუსაბამო ფაქტს. ანგარიში საუბარია, პარლამენტის წევრების ვალდებულებაზე, ზუსტად შეავსონ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია. არის შემთხვევები, როდესაც პარლამენტის წევრებს აქვთ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი რაც თავისთავად წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას. ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი - 17 მლნ 429 ათას 052 ლარი – დეპუტატ, კახაბერ ოქრიაშვილს აქვს მიღებული.

ამავე კატეგორიაში