მონადირეების აქცია

19 სექტემბერი 2017, 00:00 3620 ნახვა

მონადირეების მორიგი საპროტესტო აქცია აჭარის მთვარობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ისინი ჭოროხის დელტასთან ნადირობის აკრძალვას აპროტესტებენ. აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, არაერთი დაპირება და ნადირობის ნებართვის პირობაც მიიღეს, თუმცა ერთი კვირის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოს დამცველებმა მონადირე 500 ლარით დააჯარიმეს.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის ვიცე სპიკერი და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე შეხვდა. დეპუტატის თქმით, პრობლემის შესახებ დღეს გაიგო. იგი მონადირეებს დახმარებას დაჰპირდა. ნადირობის სეზონი აგვისტოს ბოლოს დაიწყო და მარტამდე გრძელდება. ბათუმის საზღვრების გაზრდის შემდეგ ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაში მოექცა და გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, ნადირობა ამ ტერიტორიაზეც აკრძალა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში