საბაგიროსთან ქვეითად მოსიარულე ოთხ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა

19 სექტემბერი 2017, 00:00 18511 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. საბაგიროსთან ქვეითად მოსიარულე ოთხ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა, 27 წლის კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მეორე დაშავებულს კი ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა. მიმდინარეობს შესაბამისი საექსპერტო სამუშაოები.

ამავე კატეგორიაში