დანგრეული ძეგლი

19 სექტემბერი 2017, 00:00 3814 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები გადარჩენის მოლოდინში. მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული, ბელეტაჟის ტიპის სახლი ვაჟა-ფშაველას 27-ში ჯერ კიდევ არაა გადახურული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ სახურავის დემონტაჟი მესაკუთრემ განახორციელა და გადახურვის ვალდებულებაც მას ეკისრება, წინაარმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ.

რეკონსტრუქციის მოლოდინშია კიდევ ერთი ძეგლი, ამჯერად თავდადებულის 6 ნომერში, ამ შემთხვევაშიც ფიქრობენ, რომ რესტავრაცია მფლობელს ევალება. სახელმწიფო პასუხისმგებლობას მხოლოდ კრიტიკული ვითარების დროს იღებს, რაშიც პრობლემას ხედავენ ბათუმის ისტორიის მთავარი შემადეგენელი ნაწილის, ძეგლების დამცველები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში