მუშები კომპანიის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მოლოდინში

20 სექტემბერი 2017, 00:00 2664 ნახვა

კვლავ გაურკვევლობაა მუშებსა და “მეტრო სიტის” შორის. მიუხედავად იმისა, რომ დღისით შეთანხმება შედგა, მუშები სიტყვიერ დაპირებებს არ ენდობიან და ხვალ საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ. როგორც ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მუშამ, ომარ ფარტენაძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, კომპანიის მხრიდან ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.

უცნობია როდის განახლდება სამუშაოები, ფარტენაძის თქმით, ამჟამად “მეტრო სიტიში” თათბირი მიმდინარეობს და ზუსტი პასუხი გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. იგივეს ამბობს “აუდიტორია 115”-ის წევრი. მიმდინარეობს თუ არა თათბირი და რას განიხილავენ? პასუხების მისაღებად კომპანიის წარმომადგენელთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა რაულ კახაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იგი მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდა რომ მუშების გათავისუფლება არ იგეგმება. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში