სპორტი მთავარში

20 სექტემბერი 2017, 00:00 1842 ნახვა

• მანუელ ნოიერის გარეშე დარჩენილმა მიუნჰენის ბაიერნმა  ბუნდესლიგის მე-5 ტურში გელზენკირხენის შალკე დაამარცხა ანგარიშით 0-3 და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. გოლები რობერტ ლევანდოვსკიმხამეს როდრიგესმა და არტურო ვიდალმა გაიტანეს. ვიცეჩემპიონი ლაიპციგი კი აუგსბურგთან დამარცხდა 1-0.ერთი მატჩი იტალიის სერია-შიც გაიმართა, ბოლონიამ საკუთარ მოედანზე მილანის ინტერს უმასპინძლა.  სიმონე ვერდის ულამაზესი გოლის შემდეგ, ანგარიში 11 მეტრიანი დარტყმით მაურო იკარდიმ გაათანაბრა. მატჩი  ფრედ 1-1 დასრულდა. ესპანეთის ლა ლიგაში ლეო მესიმ და მასიმო ძაძამ საოცარი მატჩები ჩაატარეს. ძაძას ჰეთრიკით ვალენსიამ მალაგა 5-0 დაამარცხა, ხოლო ბარსელონამ კამპ ნოუზე ეიბარი გაანადგურა ანგარიშით 6:1. არგენტინელმა პოკერი შეასრულა და ბომბარდირთა ბრძოლაში  9 გატანილი გოლით ერთპიროვნულად დაწინაურდა.კატალონიელებს მე-5 ტურის შემდეგ 15 ქულა დაუგროვდათ და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ, მადრიდის რეალსა და ბეტის შორის დაპირისპირება კი, დღეს, 24 საათზე დაიწყება.  

• გუშინ დანიასა და პოლონეთში გამართულ სათასო მატჩებში ქართველმა ფეხბურთელებთა შეძლეს თავის გამოჩენა, პოლონეთის თასის მერვედფინალში ლუკა ზარანდიას არკამ პოდბესკიძიე დამატებით დროში დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და მატჩის ბედი 115-ე წუთზე შორი მანძილიდან გატანილი ლამაზი გოლით გადაწყვიტა. აღსანიშნავია რომ მატჩის მე-14 წუთზე გოლი ასევე ზარანდიას გადაცემის შემდეგ გავიდა,  თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. არკა თასის მეოთხედფინალში იასპარეზებს. დანიის თასზე კი მათე ვაწაძის და დავით სხირტლაძის სილკებორგმა 6:0 მოუგო კიელრუპს, მათე ვაწაძემ ორი თანამემამულე სხირტლაძის პასებით გაიტანა, მეორე ტაიმში კი სხირტლაძემ ორ საგოლე გადაცემას გოლიც შემატა.

• კონფლიქტი ნეიმარსა და კავანის შორის,  მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს თანაგუნდელთან ურთიერთობა ლიგა ერთის წინა ტურში, ლიონთან გამართული მატჩის შემდეგ დაეძაბა. კავანიმ და ნეიმარმა თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს იკამათეს, გამოცემა ლეკვიპის ინფორმაციით კამათი გასახდელშიც გაგრძელდა და ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზრდებოდა რომ არა გუნდის კაპიტანი ტიაგო სილვა. ორი დღის განმავლობაში ამ თემას სხვადასხვა სპორტული გამოცემა გამოეხმაურა და ისიც ითქვა რომ ბრაზილიელმა კლუბის მენეჯმენტს ედისონ კავანის გაყიდვა სთხოვა. კონფლიქტში დღეს პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ჩაერთო და გადაწყდა რომ თერთმეტმეტრიანებს კავანი შეასრულებს. იმავე ეკვიპის ინფორმაციით კავანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა სურს, რისთვისაც სოლიდური ფულადი ჯილდო - მილიონი ევროა დაწესებული. მოკლედ ნეიმარი მესის ჩრდილიდან კი გამოვიდა მაგრამ ცოტა ხანი მაინც კავანის ჩრდილში ყოფნა მოუწევს. 

• მარკუს რეშფორდი, კილიან მბაპე, ოსმან დემბელე და კიდევ 22 ამომავალი საფეხბურთო ვარსკვლავი 2017 გოლდენ ბოის ანუ ოქროს ბიჭის შორთლისტში მოხვდნენ, აღნიშნულ პრიზს ევროპელი სპორტული ურნალისტები ყველაზე შთამბეჭდავი საფეხბურთო სეზონის მქონე 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს გადასცემენ. ჯილდო 2003 წელს იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა ტუტოსპორტმა დაარსა და მასში ყველა წამყვანი სპორტული გამოცემა მონაწილეობს, გასულ წელს გოლდენ ბოის პრიზი მიუნხენის ბაიერნის პორტუგალიელ ნახევარმცველს, რენატუ სანჩესს გადაეცა. წლევანდელ ნომინაციაში გაბრიელ ჟეზუსი, ჯანლუიჯი დონარუმა, კრისტიან პულისიჩი და ბორხა მაიორალიც მოხვდნენ.  

• უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებული მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატი შეაფასეს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მკლავჭიდელთა და პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრებს შეხვდა. ბუდაპეშტში ეროვნულმა, 21 და 18-წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა 30 მედალი მოიგეს: 9 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო, მათ შორის 18-წლამდელებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 21-წლამდელებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. პარამკლავჭიდელთა აქტივში 24 მედალია: 15 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. ვაჟებს შორის ჩემპიონები იმედა ჭინჭარაული და ლევან პოღოსიანი გახდნენ.

ამავე კატეგორიაში