მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

21 სექტემბერი 2017, 00:00 3211 ნახვა

 მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ღამისთევით წირვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში