საბაგიროსთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კაცი გარდაიცვალა

21 სექტემბერი 2017, 00:00 4396 ნახვა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კაცი გარდაიცვალა. ის ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულს სიცოცხლისათვის შეუსაბამო ტრავმები აღენიშნებოდა, რის გამოც 27 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ერთი დაშავებული მიიყვანეს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. ბათუმში საბაგიროსთან ქვეითად მოსიარულე ოთხ ახალგაზრდას ავტომანქანა 19 სექტემბერს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით მძღოლი დაკავებული არ არის.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში