ატრაქციონები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის

21 სექტემბერი 2017, 00:00 3104 ნახვა

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ატრაქციონების მონტაჟი დაიწყო. საქანელები 6 ლოკაციაზე განთავსდება. ესენია: ბაქოს ქუჩა, აფხაზეთის 5 ნომერი, ფრდიდონ ხალვაძის 328 ნომერი. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების, ასევე კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაში. ატრაქციონებზე დატანილია სპციალური ნიშანი.

მერიაში ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები მაინც დაფიქსირდა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით უწყებაში მოთხოვნაც შევიდა. „მსგავსი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციულია“ - განმარტავენ მერიაში.

ამავე კატეგორიაში