გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვა, სადაც ის ფოტოებით შანტაჟის მცდელობაზე საუბრობს

21 სექტემბერი 2017, 00:00 2628 ნახვა

ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დასკვნით სიტყვაში შანტაჟის მცდელობებზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გამოძიების მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების მუქარაზე საუბრობს. 

სასულიერო პირი მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილს მოუწოდებს, ის უკანონო ქმედებები აღმოფხვრას, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს. ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ, დაკავების დღიდან პროკურატურის წარმომადგენლები  მეუფე დიმიტრისა  და პატრიარქის დაცვის უფროსისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას  ცდილობდნენ.

 დეკანოზი, ამბობს რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ფოტოები მიუტანეს. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც პროცესები სრულად დაიხურა. მათ შორისაა დეკანოზის ფოტო გოგონასთან. ბრალდებული ამბობს, რომ საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს, რადგან აღნიშნული ფოტო  2006 წლის ზაფხულშია გადაღებული, ის კი ამ დროს სასულიერო პირი არ იყო. 
გიორგი მამალაძის განცხადებით დაკავება დროს გამოძიების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. იყო მოთხოვნა, რომ მას თანამზრახველებად  მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა. პროკურატურა კი სანაცვლოდ გათავისუფლებას პირდებოდა. დეკანოზის თქმით ჯარჯი წიკლაური მოითხოვდა პატრიარქის მკვლელობის მომზადება ეღიარებინა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნითი სიტყვის აუდიო ჩანაწერი ტვ პირველმა  ექსკლუზიურად მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში