ატრაქციონები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის - ბათუმის მერის შეფასება

21 სექტემბერი 2017, 00:00 4197 ნახვა

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეების ნაწილის მოთხოვნა დისკრიმინაციული არღვევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებებს.  ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ მისი მიზნობრივად გამოყენება. საქმე ეხება ქალაქში რამფდერნიმე ადგილას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების თვითნებურ დემონტაჟს. 

ქალაქში 6 ლოკაციაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის ატრაქციონი დამონტაჟდა. საქანელებისთვის 17 ათასი ლარი დაიხარჯა. მერიაში ამბობენ, რომ ხშირად ატრაქციონებს არამიზნობრივად იყენებდნენ, რის გამოც ბავშვები დაშავდნენ და ამ მიზეზით მშობლებმა რამდენიმე ლოკაციაზე საქანელა თვითნებურად ჩამოხსნეს.

ამჯერად მერია გეგმავს, რომ დამატებითი ღონისძიებები გაატაროს. ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებისათვის” ხელმძღვანელი ბავშვებში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში