სპორტი მთავარში

21 სექტემბერი 2017, 00:00 2304 ნახვა

•  ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში,  მეცის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-4 ნომრად განთესილი ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრა საათსა და 13 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბასილაშვილი მომდევნო შეხვედრას ხვალ  გამართავს, მისი მეტოქე   უზბეკი დენის ისტომინი იქნება.

• ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ მწვრთნელს სემინარი სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა ჩაუტარა.  მე-6 და მე 7 დანის მფლობელი სპეციალისტები საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოვიდნენ და საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში მომუშავე მწვრთნელებს 25 სექტემბრამდე მოამზადებენ. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ დღეს გადამზადების პროცესს.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

• საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ნახევრამცველი ჯანო ანანიძე რუსეთის თასზე ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა, ტრმავის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა ჯანომ 90 წუთი ითამაშა და თანაგუნდელ პრომესს დუბლის გაფორმებაში დაეხმარა, ჯანოს გოლის გატანა თავადაც შეეძლო თუმცა მისი დარტყმული ორჯერ  ძელმა აისხლიტა. იმავე  რუსეთის თასზე ასპარეზობას გამოეთიშა თორნიკე ოქრიაშვილის კრასნოდარი, ასევე ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა გიორგი ლორიას და ჯაბა ლიპარტიას ანჟიმ. ვერც გიორგი ჭანტურიას ურალმა დაძლია გათამაშების ეს სტადია. ავსტრიის თასის მეთექვსმეტეფინალში გიორგი ქვილითაიმ გაიტანა, რაპიდმა სტუმრად ელეკტრას მოუგო, ქვილითაიმ თავის გამოცენა მე-19 წუთზე შეძლო. თუმცა  მეორე ტაიმში სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. 

•  2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართება, ეს გადაწყვეტილება დღეს უეფამ ოფიციალურად გაავრცელა, მადრიდის ატლეტიკოს ახალი არენა ვანდა მეტროპოლიტანო ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის ფინალისტებს 1 ივლისს უმსაპინძლებს. მადრიდს  კონკურენციას აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უწევდა. აღსანიშნავია რომ ფინალი ესპანეთის დედაქალაქში სულ 4 ჯერ ჩატარდა და ოთხივეჯერ სანტიაგო ბერნაბეუზე, ამჯერად  უეფამ სანტიაგო ბერნაბეუს  ვანდა მეტროპოლიტანო ამჯობინა. ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების ფინალი კი როგორც იციტ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. 

• ერთა ლიგა ამხანაგური მატჩების ნაცვლად, უეფამ დღეს ოფიციალურად განაცხადა ტურნირის შესახებ, რომელიც 2018 წლის 6 სექტემბრიდან აიღებს სტარტს და მასში 55 ევროპული ნაკრები ჩაებმება. ნაკრებები  4 ჯგუფად დაიყოფიან:  ტოპ-12 გუნდი А ჯგუფში იასპარეზებს. დანარჩენები კი რეიტინგის მიხედვით ბი სი და დი ჯგუფებში  გადანაწილდებიან.  A ჯგუფში ქვეჯგუფების გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში უეფას ერთა ლიგის ტიტულს გაითამაშებენ. ბი, სი და დი ჯგუფების ქვეჯგუფებში გამარჯვებულები კი ერთი საფეხურით მაღლა აიწევენ. არსებული რეიტინგის მიხედვით საქართველოს ნაკრები დი ჯგუფში ითამაშებს

• მადრიდის რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე ბეტისთან დამარცხდა, შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე პარაგვაელმა ანტონიო სანაბრიამ გაიტანა.აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 26 აპრილის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.მე-5 ტურის შემდეგ ლა ლიგას 15 ქულით კატალონიის ბარსელონა ლიდერობს, მადრიდის რეალი კი 8 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.საინტერესო გამოდგა იტალიის სერია „ა“ - ში გამართული შეხვედრები. ლაციომ საკუთარ მოედანზე ნაპოლის უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა, ტურინის იუვენტუსმა კი მარიო მანჯუკიჩის გოლით ფიორენტინას მოუგო 1:0 გამარჯვებები მოიპოვეს მილანმა და რომამაც. ამ დროისთვის, ჩემპიონატს 13-13 ქულით ნაპოლი და იუვენტუსი ლიდერობენ, მე-3 მე-4  პოზიციებზე კი მილანური კლუბუბი არიან.გერმანიის ბუნდესლიგაში, სტუმრად ჰამბურგთან 0-3  გამარჯვების შემდეგ, ლიდერობა დაიბრუნა დორტმუნდის ბორუსიამაც. მეორე პოზიციაზე კი გერმანიის  მოქმედი ჩემპიონი მიუნჰენის ბაიერნი იმყოფება, რომელიც ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

• რამდენიმე დღის წინ, ქართულ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქობულეთის "შუქურას" ჩინური კომპანია დააფინანსებდა ჯერეჯერობით არ დასტურდება. კლუბის პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ მოლაპრაკებები ჩინურ კომპანიასათან გრძელდება და ოქტომბრის თვის დასაწყისში გადაწყდება  ეყოლება თუ არა შუქურას ახალი სპონსორი. კლუბმა ახლახანს ჩინელი მცველი ჰან ტიან ლინი დაიმატა. ეროვნული ლიგის მეოთხე წრეში შუქურას ხელმძღვანელობა კიდევ ერთი ჩინელი ეფხბურთელის დამატებას აპირებს, რომელიც გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს.

 

ამავე კატეგორიაში