ტურისტული მარშრუტების მარკირება

22 სექტემბერი 2017, 00:00 3078 ნახვა

აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. ნიშნულები ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე დამონტაჟდა. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით განათავსა. 

მათ შორის ისეთ მარშრუტებზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა რაიმე სახის მანიშნებლები. წლის ბოლომდე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ცენტრებში არსებული აჭარის ტურისტული რუქების განახლებაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში