დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

22 სექტემბერი 2017, 00:00 2024 ნახვა

• 6 საათიანი სასამართლო განხილვა 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების საქმეზე – გამოკითხეს დაზარალებული მხარე. ბათუმის მერია ზარალის, ანუ 132 ათასი ლარის ანაზღაურებას ბრალდებულებისგან ითხოვს.  თამუნა გაზდელიანი ესწრებოდა განხილვას და მთავარში 9-ზე მოგვიყვება ვრცლად. 

• მოსამართლეების პრეტენზიები საარჩენო დავების შემჭიდროვებულ ვადებთან დაკავშირებით და საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები - ბათუმი საარჩევნო დავების შესახებ კონფერენციას მასპინძლობს. დეტალები ნახეთ ნახევარ საათში. 

• 100-ზე მეტი მოსწავლე, 100 წელზე მეტი ხნის სახლში – ხულოში სოფელ ტუნაძეებში მოზარდებს უკვე მესამე წელია განათლების მიღებისთვის შეუსაბამო პირობებში უტარდებათ გაკვეთილები. განათლების სამინისტრო პირობას დებს რომ მოსწავლეებს მომავლიდან ახალ სკოლაში გადაიყვანენ. რეპორტაჟი ხულოდან. 

• ქობულეთში, ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია მიმდინარეობს. საკულტო ნაგებობის რესტავრაციის პირველი ეტაპისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 100 ათასი ლარი გამოყო. ფიქრობენ, რომ ეკლესიის აღდგენა, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ქობულეთის იალაღები და კულტურული მემკვიდრეობა მთავარში

 ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში