მოსახლეობის მოთხოვნა

23 სექტემბერი 2017, 00:00 2847 ნახვა

ინასარიძის 1-ლი და 3 ნომერი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ და  სკვერის მოწყობას ითხოვენ მოქალაქეები. ამ მოთხოვნით მათ აქცია 2 თვის წინაც გამართეს.

500-მდე მოქალაქემ უკვე შეაგროვა ხელმოწერა მერიაში წარსადგენად. მოსახლეობის პროტესტს შეუერთდნენ   “ევროპული საქართველოს წარმომადგენლები.  ირაკლი ცენტერაძის თქმით, მან  მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ტერიტორიის გასხვისების შესახებ წერია.

საკითხთან დაკავშირებით,ბათუმის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა.  პრესსამსახურის ინფორმაციით კი საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია უკვე გადასცა ბათუმის მერიას. ირწმუნებიან,რომ ტერიტორია არ გასხვისდება და აქ  საბავშვო ბაღის აშენდება.

ამავე კატეგორიაში