''ჩვენ სტიქია ვერ შეგვაშინებს'', რადგან ვიცით, რომ ჩვენს ირგვლივ გმირი ადამიანებია

24 სექტემბერი 2017, 00:00 3425 ნახვა

ბოლო პერიოდში, ატლანტის ოკეანის აუზში, განვითარებული დამანგრეველი ქარიშხლების შემდეგ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ებრძვიან სტიქიას, ტეხასის მოსახლეობა, სამადლობელ წერილებს უგზავნის ერთმანეთს. მათ სურთ, მსოფლიომ შეიტყოს, რომ ,,ვერანაირი კატასტროფა ვერ შეაშინებთ, რადგან გვერდით გმირი ადამიანები ჰყავთ“.

როგორც ისინი აღნიშნავენ, რომ არა ერთმანეთის დახმარება, ბევრად უფრო მეტ ახლობელს დაკარგავდნენ.

ფოტოებზე ასახულია ადამიანები, რომლებიც სამხედრო პოლიციასთან ერთად ერთობლივი სულისკვეთებით ეხმარება თანამოქალაქეებს.
ქარიშხლების სეზონის მიწურულს, მეტეოროლოგიური სამსახურის რეპორტიორი რეიჩელ დელია, ადამიანების თავგანწირულ დახმარებაზე, მოკლე მიმართვას ავრცელებს - ,,ეს ისტორიები გვახსენებს, რომ მიუხედავად რასის, რწმენის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა, ჩვენ ყველანი ვართ ერთი ადამიანი, ერთი მზის ქვეშ და ჩვენ ერთად ვართ“.

იხილეთ ფოტოგალერეა ⤵























(წყარო - www.weather.com - Everyday Heroes)

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში