კიმ ჩენ ინის მუქარა

24 სექტემბერი 2017, 00:00 2022 ნახვა

ფხენიანში ანტიამერიკული დემონსტრაცია გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ათობით ათასი ადამიანი ჩანს, რომლებიც მხარს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პოლიტიკას უჭერენ.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციას 100 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას არ გამორიცხავს.

ამავე კატეგორიაში