ხანძარი იყო სოფელ ქვედა სამებაში

24 სექტემბერი 2017, 00:00 2445 ნახვა

ხანძარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში. ცეცხლის საცხოვრებელ სახლის იმ ნაწილში გაჩნდა,  სადაც ოჯახი ზამთრის სანოვაგეს ინახავდა. თვითმხილველების განცხადებით, კობალაძეების ოჯახის წევრებმა შენობიდან გამოსვლა მოახერხეს და შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

სოფელ ქვედა სამებაში, შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა პრევენციის მიზნით სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

როგორც ჩვენთან საუბარში ქობულეთის გამგებლის მოადგილე მალხაზ რომანაძემ განაცხადა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. დაიწვა სახლი ნაწილი და სათავსო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. რომანაძის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენისა და ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა ტიპის დახმარება გაუწევს მუნიციპალიტეტი ოჯახს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში