''ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ დიდი ოდენობით სიგარეტის გადატანის ფაქტი გახდა'' - ხატია მოისწარფიშვილი

25 სექტემბერი 2017, 00:00 4496 ნახვა

საქართველოს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ დიდი რაოდენობით სიგარეტის გადატანის ფაქტი გახდა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით თურქი მებაჟეები ქართველებს საშუალებას არ აძლევდნენ, ნეიტრალურ ზონაში ნაყიდი სიგარეტი მეზობელ ქვეყანაში გადაეტანათ. 

შემოსავლების სამსახურში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური წერილობით შეტყობინებას ელოდებიან. ქართველი მებაჟეები ამ ეტაპზე თურქ კოლეგებთან მუშაობენ.
ხატია მოისწარფიშვილის  თქმით აურზაურში მოყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში გადადიოდნენ, თუმცა გასაყიდი სიგარეტები მათ არ გადაჰქონდათ.

უწყების წარმომადგენელთა განმარტებით, რიგები თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რის გამოც მგზავრთა გადაადგილება შეზღუდულ რეჟიმში ხორციელდება.  მუშაობს მხოლოდ ორი გეითი. 

ამავე კატეგორიაში