მერაბ ღოღობერიძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

25 სექტემბერი 2017, 00:00 4165 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ბრალდებულმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას მატყუარა უწოდა. სხდომაზე ღოღობერიძეს ჯერ გაფრთხილება მისცეს, მოგვიანებით კი დარბაზი დაატოვებინეს.

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით პირველად იკითხება. ლაშა გოგნიაშვილი ერთ საათზე მეტია ჩვენებას აძლევს და კითხვებს პასუხობს.

„პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის რაოდენობა იზრდებოდა.  ჩემი თანამშრომლები გზის სავალი ნაწილის  გათავისუფლებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ მოქალაქეებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს. მერაბ ღოღობერიძე შეკრებილებს მოუწოდებდა შენობა შტურმით აეღოთ, შესულიყვნენ შენობაში და დაკავებული მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაეთავისუფლებინათ. მერაბი აგრესიულობით გამოირჩეოდა. მას ჩვენმა თანამშრომლებმა შენობაში შეჭრის საშუალება არ მისცეს“ - განაცხადა სასამართლოზე გოგნიაშვილმა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში