გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

25 სექტემბერი 2017, 00:00 2444 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

გერმანიის ფედერალური მთავრობის პრეს-სპიკერის შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, აუდიენცია სამთავრობო რეზიდენციაში 27 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 30 წუთზე შედგება. საქართველოს პრემიერი პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება.

შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში