აზიური ფაროსანას გამო სასწავლო პროცესი შეფერხდა

25 სექტემბერი 2017, 00:00 6853 ნახვა

აზიური ფაროსანა სკოლებთან და საკლასო ოთახებში. მავნებელი მწერი ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა. მოსწავლეები შენობის პირველ სართულზე გადაიყვანეს.

ფაროსანა კიდევ ორი სკოლის მახლობლადაც დაფიქსირდა. ტერიტორიების შეწამლვა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურს და სურსათის უვნებლობის სამსახურს დაევალა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მავნებელი მწერი ადამიანს არ ერჩის და იგი მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აზიანებს. 

ამავე კატეგორიაში