მძიმე დიაგნოზი და საცხოვრებლად შეუფერებელი პირობები

26 სექტემბერი 2017, 00:00 2284 ნახვა

 დახმარებას ითხოვს ოჯახი, რომელიც უკვე 8 წელია სახელმწიფოს კუთვნილ სკოლის შენობაში ცხოვრობს. გვიანიძეები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემდეგ, სკოლის შენობაში მთავრობის ნებართვით შესახლდნენ.

გვიანიძეები არ არიან ეკომიგრანტები და რამდენიმე წელია გარკვეული მიზეზების გამო აღარც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. სკოლის შენობაში ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვებიც – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა. ამბობენ, რომ ხშირად პოულობენ ქვეწარმავლებს და მორიელებს. დაეხმარება თუ არა ოჯახს სახელმწიფო?

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში