სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

27 სექტემბერი 2017, 00:00 2298 ნახვა

 უკრაინის ვინიცის ოლქის რიგ დასახლებულ პუნქტში საბრძოლო მასალების საწყობში გაჩენილი ხანძრის გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა  შეწყვეტილია - ამის შესახებ უკრაინის  საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახური იუწყება. ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა, საწყობში საბრძოლო  მასალა აფეთქდა. საწყობის ახლოს მდებარე სოფლებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. დაშავებულია ერთი ქალი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საწყობში "სმერჩის", "ურაგანისა" და "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემების რაკეტები ინახება. უკრაინის ხელისუფლებამ  ხანძრის ზონის 50 კილომეტრიან რადიუსში საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ასევე სამ სოფელში  შეწყვეტილია ელექტრო და გაზმომარაგება. ხანძრის სალიკვიდაციოდ მობილიზებულია 691 ცოცხალი ძალა და ტექნიკის 149 ერთეული, მათ შორის თვითმფრინავი, ორი სახანძრო ტანკი და სამი სახანძრო მატარებელი. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში