მოსალოდნელ უამინდობასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

27 სექტემბერი 2017, 00:00 3344 ნახვა

მოსალოდნელი ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, ,,ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში  ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ამ ეტაპზე, ყველა არხი გახსნილი, გაწმენდილი და გამტარუნარიანია.

საჭიროების შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ბათუმის წყლის ცხელი ხაზი და დაფიქსირებულ ზარებზე  სწრაფი რეაგირება განხორციელდება.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე: 24 22 22.

ამავე კატეგორიაში