''ღირსეული პასუხი 2017''-მედია სწავლება

28 სექტემბერი 2017, 00:00 3984 ნახვა

"ღირსეული პასუხი 2017"_სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედია სწავლება დაიწყო. სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან. სწავლება 3 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში